ფეხბურთი

19:58 | 25.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“უდინეზეს” სტრამაჩონიც დაუკავშირეს

მილანის “ინტერის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ანდრეა სტრამაჩონის სახელი “უდინეზეს” დაუკავშირეს.

ცოტა ხნის წინათ ცნობილი გახდა, რომ ფრანჩესკო გვიდოლინი “უდინეზეს” მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს და კლუბის ტექნიკური დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. მის შესაძლო შემცვლელებად ლუიჯი დელ ნერი, როლანდო მარანი და სტეფანო პიოლი სახელდებოდნენ. ბოლო დროს, იტალიელმა ჟურნალისტებმა სტრამაჩონიც ახსენეს.

ანდრეა სტრამაჩონი ჯერ მხოლოდ 38 წლისაა და ის მწვრთნელობის დიდი გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის. მისი სამწვრთნელო კარიერა 2012 წლის მარტიდან 2013 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. მას შემდეგ სტრამაჩონი უმუშევარია.

0.113587