“უდინეზეს” ფეხბურთელები, ბოლო დროს არასასიამოვნო ისტორიებში ეხვევიან. ხსენებული გუნდის ნახევარმცველი კრისტიან ობოდო, ახლახანს დაბრუნდა ნიგერიიდან, სადაც გატაცებული ჰყავდათ. არგენტინაში კი, კლუბის ახალგაზრდა მოთამაშე - კრისტიან ბატოჩიოს დაესხნენ თავს.
ბატოჩიო, მის მშობლიურ ქალაქ როსარიოს ერთ-ერთ ქუჩაზე სცემეს და გაქურდეს. არგენტინული ფესვების მქონე, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრს ბოროტმოქმედებმა სახე დაუზიანეს და 500 პესო მოპარეს.
სამედიცინო შემოწმების გასავლელად, 20 წლის ფეხბურთელი უდინეში 15 ივნისს დაბრუნდება.