ფეხბურთი

21:23 | 23.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზემ" "მილანი" უარით გაისტუმრა

 

"მილანს" კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "უდინეზეს" თავდამსხმელის, ლუის მურიელის შეძენა სურდა, თუმცა უდინელებისგან უარი მიიღო. 23 წლის ფეხბურთელს "როსონერი" "ლივერპულში" გადაბარგებულ მარიო ბალოტელის შემცვლელად მოიაზრებდა.

მურიელი "უდინეზეს" 2010 წლის ზაფხულში კოლუმბიური "კალიდან" შეუერთდა და ორი სეზონის განმავლობაში, ჯერ "გრანადაში", ხოლო შემდეგ "ლეჩეში" იყო განათხოვრებული.

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში 23 წლის ფეხბურთელმა უდინელთა მაისურით 54 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და 6 საგოლე გადაცემაც მიითვალა. მურიელს "უდინეზესთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გიორგი ბალახაძე

0.11735