ფეხბურთი

18:41 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

უჩა გოგოლაძე სომხურ კლუბში ისინჯება

ბრესტის “დინამოს” ყოფილი ფორვარდი უჩა გოგოლაძე ერევნის “ბანანცში” ისინჯება. ამის შესახებ სომხური ინტერნეტპორტალი armsport.am-ი იუწყება.

23 წლის გოგოლაძე 2010-2013 წლებში ბრესტის “დინამოში” გამოდიოდა და 56 მატჩში 10 გოლი გაიტანა. შარშან დეკემბერში ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ბელარუსებთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ამჯერად, ის “ბანანცის” რიგებში ვარჯიშობს, რომელმაც სომხეთის 8-გუნდიან ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილი მე-4 ადგილზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064893
სარეკლამო ადგილი - 99
X x X