საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს ჰოლანდიაში ითამაშებს.
სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ალექსანდრე ჩივაძის გუნდს ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგული აქვს – მესამე ადგილი და 7 ქულა ჯგუფში.
ბოლო მატჩისთვის, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი 20 ფეხბურთელი გამოიძახა:
მეკარეები: გიორგი ნადირაძე („სპარტაკი“, ცხინვალი), ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი).
მცველები: თედო გრიგალაშვილი („ზესტაფონი“), მამუკა კობახიძე („რუბინი“, რუსეთი), დავით უბილავა, დავით მთივლიშვილი (ორივე „ლოკომოტივი“,
ნახევარმცველები: ლუკა კიკაბიძე („
თავდამსხმელები: გიორგი ფანცულაია („ზესტაფონი“), ბაჩანა არაბული („დილა“, გორი), გიორგი ქვილითაია („დიორ ეტო“, უნგრეთი), ლაშა ომანიძე („კალევი“, ესტონეთი)
ახალგაზრდული ნაკრები ჰოლანდიაში 2 სექტემბერს, დილით გაემგზავრება. ჰოლანდიისა და საქართველოს მატჩი კი, 4 სექტემბერს, ქალაქ დევენტერში, თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.
სფფ-ის პრესსამსახური