საქართველოს 1998 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავაა, სომხეთში ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
ავანში მდებარე სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში, 28 სექტემბერს სომხებმა ქართველი თანატოლები 3:1 დაამარცხეს.
30 სექტემბერს, ამავე ცენტრში მეორე შეხვედრა შედგა, რომელიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
ტყებუჩავას გაწვრთნილები უკვე დაბრუნდნენ თბილისში.