პრემიერლიგის “ნიუკასლ იუნაიტედის“ ფეხბურთელის, სტივენ ტეილორის საყვარელი გოგონა, მოდელი ტანია რობინსონი ინგლისელმა ჟურნალისტებმა პრემიერლიგის ფეხბურთელების ყველაზე ლამაზ მეუღლედ დაასახელეს. ტანია რობინსონის ამგვარი აღიარება სამართლიანი რომ გახლავთ, ამაში მისი სურათების ნახვის დროს თავადაც დარწმუნდებით, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს წყვილი ოფიციალურად ცოლ-ქმარნი არ არიან. არადა, ეს გამოკითხვა პირველ რიგში ფეხბურთელების ყველაზე ლამაზი ცოლების გამოვლენას გულისხმობდა.
ტანია და სტივენი უკვე ორი წელია, ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ურთიერიობების გაოფიაციალურება არცერთს არ სურს. იმითაც ფრიად კმაყოფილნი არიან, რა ურთიერთობაც ამჯერად აქვთ. ნიუკასლელი წყვილის აღაირებამ ბევრი ინგლისელი მოდელი და ლამაზმანი გაანაწყენა. ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ რადგანაც ტანია რობინსონი და სტივენ ტეილორი ოფიციალური მეუღლეები არ არიან, შესაბამისად, ვერც ტანია ჩაითვლება ყველაზე ლამაზ ცოლად პრემიერლიგაში. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ თანაცხოვრების ორი წელიწადი, ალბათ, მაინც ის დროა, როდესაც შესაძლოა, მრავალმა ფორმალობამ თავისით გადაინაცვლოს მეორე პლანზე.