თამაშგარე

12:47 | 17.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

თურქ ქომაგებს შესმული ლუდის რაოდენობას უკონტროლებენ

ჩვენი მეზობელი თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ისლამური რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებით არის დასახლებული და თურქებს ალკოჰოლურ თრობას რელიგია უკრძალავს, ლუდის გაყიდვის მხრივ, ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად ითვლება მსოფლიოში. ამ ქვეყანაში, საფეხბურთო მატჩების დროს, ბარებსა თუ ლუდხანებში, ჩაის გარდა, ლუდიც ბლომად ისმება და როგორც ჩანს, ეს ძალიან აღელვებს ერთ-ერთი სიანიციატივო ჯგუფს, რომელსაც თურქეთის პარლამენტში (მეჯლისში) მეტად უცნაური კანონ-პროექტის შეტანა სურს.
აღნიშნულ ჯგუფს, სურს, რომ თურქულ ბარებში ერთ პერსონაზე ლუდის მიყიდვის რაოდენობა დარეგულირდეს და მხოლოდ 2 სტანდარტული კათხით, ანუ ერთი ლიტრით განისაზღვროს. ანუ,  მათ სურთ, რომ ლუდხანაში შესულ ადამიანს (მათ შორის ტურისტსაც) მხოლოდ 2 კათხა ლუდის დალევის უფლება ჰქონდეს და ეს მკაცრად კონტროლდებოდეს.
ძნელი სათქმელია, მიიღებს თუ არა ამ კანონს თურქეთის მეჯლისი, მაგრამ მთელს ევროპაში, ფეხბურთის ქომაგებში გახშირებული ლოთობის ტალღაზე რომ დაიწყეს წუწუნი – ეს ფაქტია. დაახლოებით 2 თვის წინათ, ამ პრობლემაზე, თვით გერმანიის კანცლერმა – ანგელა მერკელმაც კი ისაუბრა.
 

0.147581