ფეხბურთი

3:14 | 31.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტურინული რევანში „იტალიის დერბიში“

რიგით 220-ე „იტალიის დერბის“, სატურნირო ცხრილის მხრივ, „ინტერისთვის“ უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრეს „იუვენტუსისთვის“. მილანელები ევროტურნირის საგზურისთვის იბრძვიან, ხოლო ტურინელებს ჩემპიონობა თითქმის განაღდებული აქვთ. სამაგიეროდ, ანტონიო კონტეს გუნდს რევანში სწყუროდა. ამ გუნდებს შორის პირველ წრეში გამართულ მატჩში, „ინტერმა“ ტურინში 3:1 მოიგო და „იუვეს“ 49-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. რევანში შედგა.

თამაში ძალიან საინტერესო გამოდგა და მას სტუმართათვის შესანიშნავი დასაწყისი ჰქონდა. ლამაზი გოლების გატანით გამორჩეულმა ფაბიო კვალიარელამ, მე-3 წუთზე, დაახლოებით 20 მეტრიდან, ძალიან კარგად დაარტყა და „ინტერის“ კარში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ამ დარტყმის შემდეგ, კვალიარელას, სერია A-ში ამჟამად მოთამაშე ყველა გუნდის კარი აქვს აღებული. მოქმედ ფეხბურთელთაგან, იგივე შედეგით ედინსონ კავანი, ანტონიო დი ნატალე და ალბერტო ჯილარდინო დაიკვეხნიან.

პირველ ტაიმში, „ინტერს“ გოლის გატანის 2 კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ შესვენებაზე გუნდები მაინც სტუმართა მინიმალური უპირატესობით გავიდნენ.

თამაში ათიოდე წუთის განახლებული იყო, როდესაც პირლომ საკუთარ ნახევარზე ბურთი დაკარგა, რასაც მასპინძელთა შეტევა მოჰყვა. კასანოს გადაცემის შემდეგ, პალასიომ ბურთი საჯარიმოში კარგად შეიგდო და ბუფონთან პირისპირ გასულმა არგეტნინელმა ანგარიში გაათანაბრა.

„ბებერმა სინიორამ“ ანგარიშში უპირატესობა მალევე დაიბრუნა. მე-60 წუთზე, ვიდალმა ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მოიპოვა და ის მარჯვენა ფლანგზე მყოფ კვალიარელას გააყოლა, ხოლო პირველი გოლის ავტორმა, კარის წინ მყოფი მატრი მოძებნა და ამ უკანასკნელს გამარჯვებისა გაატანინა.

შეხვედრის ბოლო წამზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. მსაჯის საფინალო სასტვენის პარალელურად, კამბიასომ ჯოვინკოს წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა. საბედნიეროდ, ტურინელთა მე-12 ნომერი მძიმე ტრავმას გადაურჩა და დაზარალებული მხოლოდ კამბიასო გამოვიდა - არგენტინელმა წითელი ბარათი მიიღო.

ძალიან საინტერესო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა კიდევ ერთმა ტურინულმა გუნდმა, რომელიც მე-2 ადგილისთვის მებრძოლ „ნაპოლისთან“ გამართულ უხვგოლიან მატჩში დამარცხდა. „ტორინოს“ 3 გოლი ამ გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, ბლერიმ ჯემაილიმ გაუტანა, რომელსაც 2 ზუტი დარტყმით თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართული კავანი შეეშველა. განსაკუთრებით უხვგოლიანი მატჩის ბოლო 15 წუთი გამოდგა. 74-ე წუთამდე, სტუმრები 2:1 იგებდნენ, მაგრამ 78-ე წუთზე, წინ უკვე მასპინძლები იყვნენ. ბოლო 10 წუთში, ნეაპოლელებმა 3-ჯერ გაიტანეს და 5-მატჩიანი ჩავარდნის შემდეგ, ზედიზედ მეორედ მოიგეს. თუმცა, ამჯერადაც გაჭირვებით.

„ნაპოლის“ კვალდაკვალ მიჰყვება „მილანი“, რომელმაც ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო და კვლავ მშრალად. „კიევოსა“ და „მილანის“ მატჩი ბალოტელისა და პუჯონის დაპირისპირებად იქცა. პირველი მათგანი ჯარიმებს ურტყამდა, რის შემდეგაც ბურთი ყოველთვის კარში მიდიოდა, მაგრამ ვერონელთა კიპერი რეაგირებას ყოველ ჯერზე ახერხებდა. ერთ-ერთი ასეთი დარტყმისა და მოგერიების შემდეგ, მონტოლივომ დამატებაზე ითამაშა და ის გოლი გავიდა, რომლის წყალობითაც, „მილანმა“ „კიევოს“ ზედიზედ მე-13 თამაში მოუგო. სერია A-ს ისტორიაში, „როსონერის“ ასეთი შედეგი არცერთ სხვა გუნდთან არ ჰქონია.

მომდევნო ტურში რომაული დერბი გაიმართება, რომლის წინაც, დედაქალაქური გუნდები სიცილიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. პირველ წრეში, „რომასა“ და „ლაციოს“ დაპირისპირებას „ჯალოროსი“ კარგ განწყობაზე შეხვდა, რადგან ამ გუნდს „პალერმო“ 4:1 ჰყავდა განადგურებული, ხოლო „ლაციოს“ „კატანიასთან“ 0:4 ჰქონდა წაგებული. ამჯერად, პირიქით მოხდა. ბოლო დროს კარგად ათამაშებული და უკანასკნელ 5 თამაშში მხოლოდ 2 ქულის დამკარგავი „რომა“ იმ „პალერმოსთან“ დამარცხდა, რომელსაც ბოლო 16 მატჩში მოგება არ ჰქონდა. „ლაციომ“ კი, ზედიზედ სამ მატჩში უქულოდ დარჩენის შემდეგ, „კატანიასთან“ იმარჯვა.

ბოლო 11 თამაშიდან მე-10 წააგო ცხრილის ფსკერზე მყოფმა „პესკრამ“.  კრისტიან ბუკის შეგირდები „პარმასთან“ 0:3 განადგურდნენ. ძალიან ლამაზი გამოდგა ბოლო გოლი. 65-ე წუთზე, კარისკენ ზურგით მდგომმა ამაურიმ ბურთი მკერდით მიიღო და 15 მეტრიდან, მიწაზე დაუშვებლად, მაკრატელა დარტყმით, მას ადგილი პელიცოლის კარში მიუჩინა.

სერია A-ში დარჩენისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს გენუაში გამართულ შეხვედრაში. როგორც მოსალოდნელი იყო, „ჯენოასა“ და „სიენას“ მატჩი დაძაბული დამოდგა და საბოლოოდ, მან გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

 

უდინეზე-ბოლონია 0:0

უდინე, “ფრიული” 17000

უდინეზე (3-4-3): ბრკიჩი, ბენატია, დანილო, დომიცი, ბასტა, ალანი, ლაცარი (მერკელი 78), სილვა (პასკუალე 72), პერეირა, დი ნატალე, მაიკოსუელი (მურიელი 60).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

ბოლონია (4-3-1-2): კურჩი, მოტა, ანტონსონი, ჩერუბინი, მორლეო, კონე, პაციენცა (კრინი 55), ტაიდერი, ხრისტოდულოპულოსი (გუარენტე 69), გაბიადინი (პასკუატო 82), ჯილარდინო.

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.

66-ე წუთზე, დი ნატალემ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.

გაფრთხილებები: დომიცი 87 - პაციენცა 26, ხრისტოდულოპულოსი 27, კონე 41, ჯილარდინო 42, ანტონსონი 73, მოტა 86.

მსაჯი: პაოლო ჯაკომელი.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 9 (5)-6 (1), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 5-2, სეივი: 2-4, ჯარიმა: 19-18.

 

ლაციო-კატანია 2:1 (0:0)

რომი, “ოლიმპიკო” 31000

ლაციო (4-5-1): მარკეტი, გონსალესი, კანა, ბიავა, რადუ, კანდრევა, ონასი (ედერსონი 63), ლედესმა, ერნანესი (კლოზე 75), ლულიჩი, საა (კოზაკი 63).

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

კატანია (4-3-3): ანდუხარი, ალვარესი, ბელუსკი, ლეგროტალიე, მარკეზე, ისკო, ლოდი, ბიაჯანტი (დუკარა 86), ბარიენტოსი, ბერგესიო, გომესი (კასტრო 78).

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

გოლები: 0:1 ისკო (50), 1:1 ლეგროტალიე (79, ს.კ.), 2:1 კანდრევა (81, პენ).

გაფრთხილებები: ლედესმა 76, მარკეტი 90+2 - მარკეზე 17, ლოდი 83, ბარიენტოსი 90+2.

მსაჯი: დავიდე მასა.

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 12 (6)-4 (1), კუთხური: 16-5, თამაშგარე: 3-1, სეივი: 0-5, ჯარიმა: 12-19.

 

კალიარი-ფიორენტინა 2:1 (2:0)

კალიარი, “ის არენასი

კალიარი (4-3-1-2): აგაცი, პიზანო, როსეტინი, ასტორი, მურუ, ეკდალი (დესენა 47), კონტი (კაბრერა 72), ნაინგოლანი, კოსუ, პინილია (იბარბო 67), საუ.

მწვრთნელი: ივო პულგა.

ფიორენტინა (4-3-3): ვივაინო, რონკალია, როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი, აკვილანი, პისარო, მილიაჩო (ფერნანდესი 61), კუადრადო, იოვეტიჩი (ლარონდო 31), ლიაიჩი (ტონი 47).

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

გოლები: 1:0 პინილია (11), 2;0 პინილია (39, პენ), 2:1 კუადრადო (73).

გაფრთხილებები: პიზანო 79, დესენა 84, კოსუ 90 - როდრიგესი 25, კუადრადო 38.

მსაჯი: დანიელე ორსატო.

ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 7 (5)-12 (3), კუთხური: 5-10, თამაშგარე: 0-3, სეივი: 2-3, ჯარიმა: 19-12.

 

ინტერი-იუვენტუსი 1:2 (0:1)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა

ინტერი (3-4-3): ჰანდანოვიჩი, რანოკია (კამბიასო 66), სამუელი, კივუ, ძანეტი, გარგანო (როკი 80), კოვაჩიჩი, პერეირა, პალასიო, ალვარესი (გუარინი 46), კასანო.

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი.

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა (პელუზო 63), მატრი (პოგბა 74), კვალიარელა (ჯოვინკო 83).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლები: 0:1 კვალიარელა (3), 1:1 პალასიო (54), 1:2 მატრი (60).

გაფრთხილებები: გარგანო 17, პერეირა 47, რანოკია 63 - ბარძალი 68, კიელინი 89, ჯოვინკო 90.

გაძევება: კამბიასო 90+5.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 11 (6)-10 (5), კუთხური: 11-3, თამაშგარე: 1-3, სეივი: 3-5, ჯარიმა: 18-11.

 

პარმა-პესკარა 3:0 (1:0)

პარმა, “ენიო ტარდინი” 13000

პარმა (4-3-3): მირანტე, ბენალუანე (სანტაკროჩე 68), პალეტა, ლუკარელი, გობი, ნინისი, მარკიონი, პაროლო, ბიაბიანი (ბონიპერტი 84), ამაური (ჩერი 75), სანსონე.

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

პესკარა (4-3-3): პელიცოლი, ძაური, არსე, კლორდრუპი, ბოკეტი, ბიარნასონი (ჩელიქი 57), დ’აგოსტინო, კასკიონე, სკული, აბრუსკატო (სფორცინი 64), კაპრარი (დი ფრანჩესკო 86).

მწვრთნელი: კრისტიან ბუკი.

გოლები: 1:0 ბენალუანე (18), 2:0 პალეტა (52), 3:0 ამაური (65).

გაფრთხილებები: ნინისი 35 - ჩელიქი 79.

მსაჯი: მარკო დი ბელო.

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 18 (9)-4 (1), კუთხური: 9-1, თამაშგარე: 1-6, სეივი: 2-5, ჯარიმა: 18-11.

 

პალერმო-რომა 2:0 (2:0)

პალერმო, “რენცო ბარბერა” 17000

პალერმო (3-5-2): სორენტინო, მუნიოსი, ფონ ბერგენი, არონიკა, მორგანელა, ბარეტო (ფორლინი 80), დონატი, კურტიჩი, დოსენა (გარსია 60), ილიჩიჩი, მიკოლი (დიბალა 52).

მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო.

რომა (3-4-3): სტეკელენბურგი, პირისი (ტოროსიდისი 73), ბურდისო, კასტანი, მარკინიო, პეროტა (ოსვალდო 46), დე როსი, ტაჩციდისი (პიანიჩი 46), ლამელა, ტოტი, ფლორენცი.

მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი.

გოლები: 1:0 ილიჩიჩი (21), 2:0 მიკოლი (35).

გაფრთხილებები: მუნიოსი 9, ილიჩიჩი 52, დიბალა 77 - პირისი 53, ოსვალდო 62.

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე.

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 12 (6)-17 (8), კუთხური: 6-6, თამაშგარე: 4-0, სეივი: 8-4, ჯარიმა: 14-10.

 

ატალანტა-სამპდორია 0:0

ბერგამო, “ატლეტი აძური

ატალანტა (3-4-3): კონსილი, კანინი, სტენდარდო, ლუჩინი, რაიმონდი, ჩიგარინი, ბიონდინი, დელ გროსო (ბრივიო 68), ბონავენტურა (კონტინი 82), დენისი, მორალესი (ბრიენცა 59).

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

სამპდორია (3-5-2): რომერო, მუსტაფი, პალომბო, გასტალდელო, დე სილვესტრი, ობიანგი, კრსტიჩიჩი, პოლი, ბერარდი (ესტიგარიბია 89), ედერი (სანსონე 71), იკარდი.

მწვრთნელი: დელიო როსი.

გაფრთხილებები: კონსილი 26, ლუჩინი 53 - ბერარდი 26, ედერი 71, კრსტიჩიჩი 86.

გაძევება: ლუჩინი 80.

მსაჯი: ანდრეა რომეო.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 8 (2)-7 (1), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-2, ჯარიმა: 23-9.

 

ჯენოა-სიენა 2:2 (1:1)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 20000

ჯენოა (3-5-2): ფრეი, ბოვო (გრანქვისტი 74), პორტანოვა, მანფრედინი, იანკოვიჩი, კუჩკა, მათუსალემი (რიგონი 90+1), ანტონელი, მორეტი (იმობილე 56), ხორკერა, ბორიელო.

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.

სიენა (3-4-3): პეგოლო, ტერცი, პაი, ფელიპე, ანჯელო, კალელო (ბოლძონი 87), დელა როკა, რუბინი, როზინა (ვერგასოლა 68), ემეგარა, სესტუ (რეჯინალდო 63).

მწვრთნელი: ჯუზეპე იაჩინი.

გოლები: 1;0 ბორიელო (6), 1:1 ემეგარა (44), 1:2 როზინა (52, პენ), 2:2 იანკოვიჩი (71).

გაფრთხილებები: მორეტი 54, მათუსალემი 54, ბოვო 72, ხორკერა 85, მანფრედინი 90, ბორიელო 90+4 - ფელიპე 64, დელა როკა 80.

მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 12 (8)-4 (3), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-11, ჯარიმა: 19-16.

 

კიევო-მილანი 0:1 (0:1)

ვერონა, “ანტონიო ბენტეგოდი

კიევო (5-3-2): პუჯონი, ფრეი (ლუსიანო 62), ანდრეოლი, დაინელი, სეზარი, დრამე, გუანა (სტოიანი 46), რიგონი, კოფიე, პალოსკი (პელისიე 73), ტერო.

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

მილანი (4-3-3): აბიატი, აბატე, ბონერა, მექსე, დე შილიო, მონტოლივო, ამბროზინი, მუნტარი, რობინიო (ნიანგი 84), ბალოტელი, ელ შაარავი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლი: 0:1 მონტოლივო (25).

გაფრთხილებები: დრამე 27, დაინელი 33, კოფიე 50, სეზარი 62, ანდრეოლი 70 - ბალოტელი 17

გაძევება: დაინელი 78.

მსაჯი: დომენიკო ჩელი.

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 6 (2)-11 (9), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 2-4, სეივი: 10-3, ჯარიმა: 17-11.

 

ტორინო-ნაპოლი 3:5 (1:1)

ტურინი, “ოლიმპიკო

ტორინო (4-4-1-1): ჟილე, დარმიანი, გლიკი, როდრიგესი, დ’ამბროზიო (მასიელო 56), ჩერჩი, გაცი, ბაშა, ვივესი (მეჯორინი 56), სანტანა, ბარეტო (ჟონათასი 66).

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

ნაპოლი (3-4-3): როზატი, გამბერინი, კანავარო, ბრიტოსი (არმერო 79), მაჯო, ბეჰრამი, ჯემაილი (როლანდო 87), ზუნიგა, ინსინიე (კავანი 65), ჰამშიკი, პანდევი.

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გოლები: 0:1 ჯემაილი (10), 1:1 ბარეტო (30), 1:2 ჯემაილი (47), 2:2 ჟონათასი (74, პენ), 3:2 მეჯორინი (78), 3:3 ჯემაილი (80), 3:4 კავანი (84), 3:5 კავანი (90).

39-ე წუთზე, ჰამშიკმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.

გაფრთხილებები: დარმიანი 38, ბაშა 43, როდრიგესი 51, გაცი 90+2 - ბეჰრამი 82.

მსაჯი: ანტონიო ჯანოკარო.

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 7 (4)-12 (8), კუთხური: 10-8, თამაშგარე: 1-3, სეივი: 5-5, ჯარიმა: 15-13.

0.215773