ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ფინალის მონაწილე გუნდები ევროპის ლიგაზეც გამოვლინდებიან. ტურნირს შემორჩენილი გუნდები ტურინსა და ვალენსიაში ითამაშებენ.
განსაკუთრებულ ყურადღებას კვალვ “იუვენტუსისა” და “ბენფიკას” დაპირისპირება იქცევს. ერთი კვირის წინათ, პორტუგალიელებმა 2:1 კი მოიგეს, მაგრამ ეს ანგარიში “იუვენეტუსს” წყვილისა და მთლიანად ტურნირის ფავორიტის სტატუსს მაინც არ ართმევს. ანტონიო კონტეს გუნდს 1:0 მოგება ხელს აძლევს და ძნელია მოიძებნოს გუნდი, რომელმაც ამ ანგარიშით მოგება “იუვენტუსზე” უკეთ იცის.
აქამდეც არაერთხელ თქმულა და კიდევ უნდა ითქვას, რომ “იუვენტუსს” ფინალში თამაშის განსაკუთრებული მოტივაცია აქვს, რადგან გადამწყვეტ თამაშს ტურინი უმასპინძლებს. ასე რომ, “იუვენტუს სთედიუმზე” გუნდები ამავე სტადიონზე თამაშის უფლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
უდანაკარგოდ მოთამაშე “იუვენტუსს” “ბენფიკა” ტრავმირებული სალვიოს, სილვიოს, ფეისასა და გაიტანის, ასევე დისკვალიფიცირებული ანდრე გომესის გარეშე ეწვია.
მე-2 წყვილს, “სევილიას” სახით, გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. სევილიელებმა ასევე ესპანურ “ვალენსიას” 2:0 მოუგეს და დიდი უპირატესობა მოიპოვეს. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ “ღამურებს”, უახლეს წარსულში, ამაზე დიდი ჩამორჩენის გაბათილების გამოცდილება აქვთ. 1/4-ფინალის პირველ მატჩში, “ვალენსია” “ბაზელთან” 0:3 დამარცხდა, მაგრამ ნახევარფინალში მაინც პიცის გუნდი გავიდა.
“ვალენსიას” ტრავმირებული დიეგო ალვესი და დისკვალიფიცირებული პაკო ალკასერი არ ეყოლება, ხოლო “სევილია” ტრავმირებულ სებასტიან კრისოფოროსა და სისინიოს ვერ დაიხმარს.
იუვენტუსი-ბენფიკა (პირველი მატჩი 1:2)
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, მარკიზიო, პირლო, პოგბა, ასამოა, ტევესი, ლიორენტე.
ბენფიკა (4-4-2): მორაესი, პერეირა, გარაი, ლუიზაო, სიკეირა, მარკოვიჩი, ამორიმი, პერესი, სულეიმანი, როდრიგო, კარდოსო.
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).
ვალენსია-სევილია (პირველი მატჩი 0:2)
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-4-2): გუაიტა, პერეირა, მატიო, კოსტა, გაია, ფეგული, პარეხო, ფუეგო, ფედე, ჟონასი, ვარგასი.
სევილია (4-2-3-1): ბეტო, კოკე, ფასიო, პარეხა, მორენო, მბია, კარისო, რეიესი, რაკიტიჩი, ვიტოლო, ბაკა.
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).