თამაშგარე

11:08 | 21.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტურინის ”იუვენტუსს” ქალების ფანკლუბი ეყოლება

მსოფლიოში არსებულ საფეხბურთო ფანკლუბებს შორის, გენდერული ზღვარი აქამდე ჯერ არავის დაუწესებია. ანუ, ფანკლუბებში გაწევრიანებულნი ჩვეულებრივად მამაკაცებიც არიან და ქალებიც. ამ ადამიანებს, როგორც წესი, მხოლოდ ერთი რამ, კონკრეტული გუნდის სიყვარული და მისი გულშემატკივრობის სურვილი აერთიანებთ.
პლანეტაზე ერთადერთი კლუბი, რომელსაც სხვა ფანკლუბების პარალელურად, კონკრეტულად ქალების ფანკლუბიც ეყოლება, იტალიური ტურინის ”იუვენტუსი” გახლავთ. ხელობით იურისტმა ქალბატონმა, ვინმე ჯულიეტა როზეტიმ, რომელიც ტურინული გრანდის გულდათუთქული ტიფოზია, ცოტა ხნის წინ ახალი ფანკლუბი დაარეგისტრირა. კლუბის დოქტრინაში კი წერია, რომ მასში გაწევრიანების უფლება მხოლოდ გოგონებს ექნებათ.
ხარჯებს ხსენებული ქალბატონი საკუთარი ჯიბიდან გაიღებს, ხოლო ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ გადაწვიტა, რომ კონკრეტულად ქალებისათვის დაეარსებინა ფანკლუბი, ჯულიატა როზეტი ასე პასუხობს: ”იუვენტუსი”, რასაკვირველია, სრულიად იტალიას ეკუთვნის, მაგრამ ამ კლუბს მისი დამაარსებლის გამო, ”ბებერ ქალბატონსაც” ეძახიან. საჭიროდ ჩავთვალე, რომ კარგი იქნებოდა, თუკი ”ბებერ ქალბატონს” ქალები განსაკუთრებულად უქომაგებდნენ”.

0.2584