“მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის იაია ტურეს განცხადებით, გუნდი კარგ ფორმაშია და პრემიერლიგის ჩემპიონობას ელის.
ტურე აგრეთვე აღნიშნავს, რომ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია, რომელთაც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლა შეეძლოთ.
"გულწრფელად რომ გითხრათ, იმედგაცრუებული ვარ, რადგან საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ნომინირებული "სიტის" რამდენიმე ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო. ჩვენ ცხრილის სათავეში ვიმყოფებით, კარგ ფორმაში ვართ და ჩემპიონობას ველით. ჩვენი მიზანია ყოველი სეზონი წარმატებული გვქონდეს. "ვესტ ჰემთან" მატჩი რთული იქნება და იმედია არც ჩვენ და არც გულშემატკივრები იმედგაცრუებული არ დავრჩებით” - ციტირებს კოულის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა Mirror-ი.
შეგახსენებთ, რომ კოტდივუარელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 34 მატჩში 20 გოლი გაიტანა.
გიორგი ბალახაძე