ფეხბურთი

13:55 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“თუნს” “ჩიხურასთან” კრსტიჩი ვერ დაეხმარება

 

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საჩხერის “ჩიხურასთან” პირველ მატჩში, შვეიცარიულ “თუნს” სერბი ნახევარმცველი მილოშ კრსტიჩი დააკლდება. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “თუნის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

გასულ კვირას, “ციურიხთან” ამხანაგურ მატჩში კრსტიჩმა ტრავმა მიიღო. როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, 26 წლის სერბს მუხლის მყესები დაეჭიმა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

მას მერე, რაც ლიხტენშტაინის “ვადუცის” ბარიერი გაიარა, “ჩიხურა” საქართველოში არ დაბრუნებულა და “თუნთან” მატჩისთვის ავსტრიაში ემზადებოდა. მომავალ დაპირისპირებაში საჩხერელებს კვლავ ვერ დაეხმარებიან ნიკო კვასხვაძე და ლაშა ჭელიძე, რომლებიც გუნდს ლიხტენშტაინშიც არ გაყოლიან.

ოთხშაბათ საღამოს სოსო ფრუიძის შეგირდები “არენა თუნზე” ივარჯიშებენ, სადაც ხუთშაბათს მომავალი დაპირისპირება გაიმართება. “თუნი”-“ჩიხურას” მატჩი თბილისის დროით 21:30-ზე დაიწყება და მთავარი მსაჯი ბულგარელი ივაილო სტოიანოვი იქნება.


თეგებიჩიხურათუნი
0.11478