ფეხბურთი

12:19 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტულალანი ჩემპიონობაზე ფიქრობს

29 წლის ფრანგი ნახევარმცველი ჟერემი ტულალანი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სამშობლოში დაბრუნდა და ლიგა 1-ში დაბრუნებულ “მონაკოში” ჩაირიცხა, ქვეყნის ჩემპიონობას უმიზნებს.

მას შემდეგ, რაც ამ კლუბს რუსი მეპატრონეები გამოუჩნდნენ, გუნდში დიდი ფული ჩაიდო და განვლილ ერთ თვეში ფეხბურთელების შესაძენად უკვე 130 მილიონი ევრო დაიხარჯა, სატრანსფერო ფანჯარა კი, ჯერაც არ დახურულა. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში გუნდმა მცველი ერიკ აბიდალი და გამთამაშებელი ჟერემი ტულალანი შეიძინა, რომელიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას პირველივე სეზონში გეგმავს.

“ჩვენ პსჟ-სთან საბრძოლველად ვემზადებით, თუმცა, ჩემპიონატში სხვა სერიოზული გუნდებიც არიან. მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა. ვფიქრობ, პროექტი “მონაკო” პოზიტიური მოვლენაა მთელი ფრანგული ფეხბურთისთვის” - განაცხადა ტულალანმა, რომელმაც წინა ორი სეზონი ესპანურ “მალაგაში” გაატარა.

 

0.16686