როგორც მოგახსენებათ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს 10 აგვისტოს ჩეხეთთან თბილისური მატჩით გახსნის, პირველი საგარეო შეხვედრა კი 13 აგვისტოს უნგრეთში ელის.
უნგრელებმა მომავალი შერკინებისთვის მზადება უკვე დაიწყეს და ისიც ცნობილია, რომ როგორც ქართველებს, ასევე – პორტუგალიელებს კეჩკემეტის არენაზე დაუხვდებიან. ცნობისთვის, აღნიშნული დარბაზი სახელოვანი უნგრელი ძალოსანის მეში იშტვანის სახელობის გახლავთ.
არსებული ინფორმაციით, უნგრეთის და საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთი 1500 უნგრული ფორინტი (დაახლოებით 11 ლარი) ეღირება, ხოლო თუკი ქომაგი საქართველოს და პირტუგალიის ნაკრებებთან თამაშების ბილეთებს ერთად აიღებს, მხოლოდ 2500 ფორინტის (18 ლარამდე) გადახდა მოუწევს.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ 20 აგვისტოს ნიმბურკში ჩეხეთს და საქართველოს მატჩზე დასწრება 190-დან 290 ჩეხურ კრონამდე (დაახლოებით 16-დან 24 ლარამდე) ეღირება.