როგორც იცით, შაბათს გიორგი ილურიძეს დებიუტი ჰქონდა სპლიტის "ჰაიდუკში". დალმაციელებმა ლიდერ ზაგრების "დინამოს" 2:0 მოუგეს და ქართველმა ნახევარმცველმა 72 წუთი გაატარა მინდორზე. "ჰაიდუკის" მწვრთნელმა იგორ ტუდორმა და სპორტულმა დირექტორმა იენს ანდერსენმა ილურიძე შეაქეს – ის და კიდევ ერთი ახალწვეული ჰარის ბუკვა შუა ხაზში მშვენივრად თამაშობდნენო.
"ილურიძისა და ბუკვას მოსვლით, ჩვენი გუნდი საკმაოდ გაძლიერდა. მათი იმედიც გვაქვს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. გვსურს, რომ ზაგრების "დინამოს" მშვიდი ცხოვრების საშუალება არ მივცეთ" – თქვა ანდერსენმა.
"ჰაიდუკი" მეორე ადგილზეა და ქულით ჩამორჩება ხორვატიის თითქმის "მარადმწვანე" ჩემპიონს.