თამაშგარე

14:01 | 14.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტრფობა დავიდსისა

წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ედგარ დავიდსი, შეიძლება ითქვას, რომ თან ჰყვება თავის საცოლეს, ოლკაი გულსენს. დღე ისე არ გავა, რომ ედგარი და მისი გულისსწორი, სადმე ფეშენებელურ რესტორანში არ დალანდონ. მდიდრულ კურორტებზე მათ ერთობლივ ”დასვენებებს” ხომ აღარ აქვს დასასრული.
ედგარ დავიდსი გამუდმებით ამბობს, რომ ოლკაი ძალიან უყვარს და რამდენჯერმე ეს ქალბატონი საკუთარ მეუღლედაც კი მოიხსენია. ოლკაი გულსენსა და ფეხბურთელს შორის რომანი არც ისე დიდი ხნის წინათ დაიწყო, თუმცა, იმდენად მგზნებარედ ვითარდება, რომ ფეხბურთელობისას “პიტბულად” წოდებული ნიდერლანდელი, ფაქტობრივად შექსპირისეულ ”რომეოდ” ჩამოყალიბდა.
ოლკაი გულსენი, თავის დროზე, ჰოლანდიელ ტელე-ვარსკვლავზე, ანტუან ხაარზე იყო გათხოვილი. თუმცა, ლამაზმანისთვის პირველი ქორწინება უიღბლო გამოდგა და მხოლოდ 7 თვე გასტანა. რაც შეეხება ედგარ დავიდსს... იგი ოფიციალურად არასოდეს ყოფილა ქორწინებაში.
 

0.152346