გრძელდება ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობს.
“სამწუხაროდ, ოქროს მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ 74 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ხუციშვილი და მძიმეწონოსანი პეტრიაშვილი. ხუციშვილი ტრავმის, ხოლო პეტრიაშვილი გამოუცდელობის გამო დაიჩაგრნენ”, - გვითხრა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა დავით პოღოსიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ხუციშვილი ლეონიდ ბაზანს შეხვდება, ხოლო პეტრიაშვილი რეპეშაჟის ფინალში გერმანელ ნიკ მატუჰინს უნდა შეხვდეს.