ფეხბურთი

17:43 | 12.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტრაპატონის “ლივორნოში” ელიან

 

შესაძლოა, 14-წლიანი პაუზის შემდეგ, ირლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი ჯოვანი ტრაპატონი იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს. აპენინური პრესის ცნობით, 74 წლის სპეციალისტით “ლივორნოა” დაინტერესებული.

როგორც ირკვევა, “ლივორნოს” ხელმძღვანელობამ ტრაპატონის წინადადებით უკვე მიმართა. კლუბის თავკაცის პოსტზე, სერსე კოსმისა და დომენიკო დი კარლოს კანდიდატურებიც განიხილებიან.

აღსანიშნავია, რომ მარტში, ტრაპატონის 75 წელი უსრულდება, მაგრამ იტალიელი პენსიაზე გასვლას არ გეგმავს.

0.14168