ფეხბურთი

13:09 | 13.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტრაპატონი: "დღევანდელი ესპანეთი პელეს ბრაზილიასაც სჯობს"

 

ირლანდიის ნაკრების თავკაცმა ჯოვანი ტრაპატონიმ აქო და ადიდა ესპანეთის ნაკრები. მისი თქმით, "ფურია როხასთვის" უპირატესობის წართმევა თითქმის შეუძლებელია.

"ესპანეთის ნაკრების სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელები თვალდახუჭულნი უგებენ ერთმანეთს. მათი უპირატესობა ბურთის ფლობაში კოლოსალურია და პრაქტიკულად შეუძლებელია ამის წართმევა. ჩემს პრაქტიკაში არ მინახავს ნაკრები, ასეთი სიზუსტითა და სისწრაფით რომ მოქმედებდეს. ესპანელები პელეს დროინდელ ბრაზილიასაც აღემატებიან".

შეხსენებისთვის, ირლანდიამ 11 ივნისს ესპანელებთან ამხანაგური მატჩი 0:2 წააგო, შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე კი 0:4 დამარცხდა.   

0.116568