ფეხბურთი

22:35 | 28.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტრაპატონი აფრიკაში

 

75 წლის ჯოვანი ტრაპატონი სამწვრთნელო კარიერის შეწყვეტას არ აპირებს და სავარაუდოდ მუშაობას აფრიკის კონტინენტზე, მაროკოს ეროვნული გუნდის დამრიგებლად გააგრძელებს. ამის თაობაზე იტალიური მასმედია იუწყება. აპენინელი ჟურნალისტების ცნობით, სინიორ ჯოვანი მალე რაბათს ესტუმრება და მაროკოს ფეხბურთის ფედერაციასთან ოთხწლიან კონტრაქტზე მოაწერს ხელს.

სახელოვანი სპეციალისტი ბოლოს ირლანდიის ნაკრებს მოძღვრავდა, „სამყურებს“ ბრაზილიის მუნდიალის საგზური ვერ მოუპოვა და პოსტიდანაც წავიდა. მაროკოს ეროვნულ გუნდს რაც შეეხება, ჩრდილოაფრიკელები სადღეისოდ ფიფა-ს რეიტინგში 76-ე ადგილზე არიან.

0.119162