სხვა

22:44 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტრაბზონი” პლეი ოფს გამოეთიშა

ქართველი ხელბურთელების რატი მსხვილიძისა და გიგა ტორონჯაძის კლუბი “ტრაბზონსფორი” თურქეთის ჩემპიონატს გამოეთიშა.

მეოთხედფინალის მესამე მატჩში “ტრაბზონი” შინ დამარცხდა “ბურსა ნილუფერთან” – 22:29. ქართველებიდან ითამაშა მსხვილიძემ, რომელმაც 2 გოლი გაიტანა.

ბურსამ 2:1 მოიგო სერია (30:28, 23:27, 29:22) და ნახევარფინალში გავიდა. რეგულარულ სეზონში “ტრაბზონმა” მეოთხე ადგილი დაიკავა, “ბურსამ” – მეხუთე.

www.geohandball.ge

0.117863