ფეხბურთი

20:16 | 18.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტოტის მუნდიალზე თამაშის შანსი აქვს

 

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი აცხადებს, რომ “რომას” კაპიტნისთვის, ფრანჩესკო ტოტისთვის “სკუადრა აძურას” კარი დახურული არაა და შესაძლოა, 36 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზეც ითამაშოს.

“ვალდებულნი ვართ ტოტის კანდიდატურა განვიხილოთ იმდენად, რამდენადაც ის ახალგაზრდასავით ითამაშებს. თუ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ, შევხედავთ, როგორ ფორმაში იქნება ტოტი.” – აცხადებს ჩეზარე პრანდელი.

ტოტის, მისი ასაკის გათვალისწინებით, ნამდვილად წარმატებული სეზონი აქვს. სერია A-ში ჩატარებულ 26 თამაშში, მან 11 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ტოტის, იტალიის ეროვნულ ნაკრებში, 58-ჯერ უთამაშია და 9 გოლი გაუტანია. უკანასკნელად, მან “სკუადრა აძურას” მაისური 2006 წელს მოირგო.

0.107797