ფეხბურთი

10:45 | 15.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოტის ძველმა ტრავმამ გაუხსენა

“რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი ვარჯიშს ვერ ახერხებს. Sky Sport Italia-ს ცნობით, რომაული კლუბის 37 წლის შემტევი ძველი ტრავმის რეციდივის გამო გუნდს “სამპდორიასთან” კვირას გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით კი იძულებითი პაუზა შეიძლება 10 დღემდე გაიწელოს.

ფრანჩესკო ტოტიმ მიმდინარე სეზონში “რომას” რიგებში სერია A-ში 15 თამაში ჩაატარა და თავი 5 გოლით და 7 საგოლე პასით გამოიჩინა. 

0.124375