იტალიური “რომას” ტრავმირებული კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი ლაზარეთში კიდევ დიდ ხანს დარჩება. Corriere dello Sport-ის ცნობით, 37 წლის იტალიელის აღდგენითი პროცესი არცთუ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტოტი მოედანს უახლოეს პერიოდში უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ უკანასკნელი ცნობით, “ჯალოროსის” ლეგენდა დეკემბრის ბოლომდე იუქმებს. სავარაუდოდ, თავდამსხმელი სრულ მზადყოფნაში ახალი წლიდან იქნება.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, ტოტიმ 8 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით გამოირჩა.