“რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ტურინის “იუვენტუსს” სკუდეტოს მოპოვება მიულოცა. “ჯალოროსის” ცოცხალ ლეგენდას იმედი აქვს, რომ იტალიის ჩემპიონობას მომდევნო სეზონში იზეიმებს.
“ყველამ ვიცით, რომ სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, ტურნირი დასრულებულია, მაგრამ 11 მაისს “იუვენტუსთან” პრინციპული და სანახაობრივი მატჩი გველის. რთული მეტოქე გვეყოლება, მაგრამ კლანჭებს აუცილებლად გამოვაჩენთ. დავამტკიცებთ, რომ “იუვენტუსი” ჩვენზე არც ისე ძლიერია.
“იუვენტუსის” მისამართით მხოლოდ კომპლიმენტის თქმა შემიძლია. მათ ჩემპიონატი მოიგეს და უნდა მივულოცოთ. რუდი გარსია რომში ჩამოვიდა და გუნდს განსაკუთრებული მენტალიტეტი შეუქმნა. მომდევნო სეზონში, თითოეული ქულისთვის მაქსიმალურად ვიბრძოლებთ და სკუდეტოს მოვიგებთ”, - განუცხადა ტოტიმ აპენინურ პრესას.