მაისში, იტალიური “რომას” ცოცხალი ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი კლუბთან კონტრაქტს 2016 წლამდე გაახანგრძლივებს. იტალიური პრესის ინფორმაციით, 36 წლის შემტევი კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს და ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა.
ტოტის მიზანი სილვიო პიოლას რეკორდის დამხობა და იტალიის სერია A-ში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობაა. ამ მიზნის მისაღწევად, ვეტერან თავდამსხმელს კიდევ 49 გოლის გატანა მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ტოტის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე წაყვანასაც არ გამორიცხავს.