ფეხბურთი

13:39 | 13.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი “რომაში” 40 წლამდე ითამაშებს

 

“რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ, კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. იტალიური პრესის ცნობით, მხარეებმა დეტალები უკვე შეათანხმეს. ოფიციალურ დოკუმენტზე კი, ხელს სექტემბრის ბოლოს მოაწერენ.

რომაული კლუბის ცოცხალი სიმბოლო, საყვარელ მაისურს 2016 წლის ზაფხულამდე არ გაიხდის. მისი წლიური ხელფასი კი 3,2 მილიონ ევროს შეადგენს. 2016-ში, ფრანჩესკო ტოტი, უკვე 40 წლის იქნება.

0.104273