ფეხბურთი

19:53 | 15.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი “მილანისთვის” მზადაა

იტალიური “რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ტრავმა მოიშუშა და “მილანთან” მატჩში მოედანზე გასვლას შეძლებს. ამის შესახებ აპენინური პრესა იუწყება.

უკანასკნელ დღეებში, ტოტი გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობდა, მაგრამ “ფიორენტინასთან” შეხვედრაში, “ჯალოროსის” სამწვრთნელო შტაბმა მისი დასვენება გადაწყვიტა. დიდი ალბათობით, ვეტერანი შემტევი “მილანთან” მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ “რომა” “მილანს” ორშაბათს დაუპირისპირდება.

 

0.118843