ფეხბურთი

11:52 | 8.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი მალე დაბრუნდება

 

Sky Italia-ს ცნობით, “რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

37 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთების ტრავმა უკვე მოიშუშა და პარასკევს ივარჯიშა, თუმცა ინდივიდუალური პროგრამით.

ექიმები ვარაუდობენ, რომ გუნდის კაპიტანი მოედანს 17 მარტს, “უდინეზესთან” მატჩში დაუბრუნდება. სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში ტოტიმ 5 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.148396