იტალიური “რომას” კაპიტანს, ფრანჩესკო ტოტის იმედი აქვს, რომ მისი გუნდი სკუდეტოს მოპოვებას მოახერხებს. ამ კომენტარს 37 წლის ფეხბურთელი “ატალანტასთან” მოგებული თამაშის შემდეგ აკეთებს.
“ატალანტასთან” მოგება იოლი არ ყოფილა.
ტიტულის მოგების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და წინსვლა უნდა განვაგრძოთ.” – აცხადებს ტოტი.
სერია A-ს 33 ტურის შემდეგ, “რომას” 79 ქულა აქვს და ლიდერ “იუვენტუსს” დედაქალაქელები 5 ქულით ჩამორჩებიან. თუმცა, ტურინელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.