იტალიური “რომას” ცოცხალი ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს. 36 წლის იტალიელის მიზანი სილვიო პიოლას რეკორდის დამხობაა. მოგეხსენებათ, პიოლას იტალიის სერია A-ში ყველაზე მეტი – 274 გოლი აქვს გატანილი.
“პიოლას ფოტოები ნანახი მაქვს. ეტყობა, რომ დიდი ფეხბურთელი იყო. თავის დროზე, ის ბევრ მცველს აბითურებდა, მაგრამ ახლა თამაში უფრო ძნელია. საფეხბურთო მოედანზე კიდევ 2-3 წელიწადს გავატარებ. კარიერის დასაწყისიდანვე ფორვარდის პოზიციაზე რომ მეთამაშა, 300 გოლის ავტორი უკვე ვიქნებოდი”, - განუცხადა რომაელთა კაპიტანმა La Gazzetta dello Sport-ს.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი მონაცემებით, ტოტი იტალიის ჩემპიონატში 227 გოლის ავტორია.