მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელი მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ლონდონის “ტოტენჰემის” თავკაცის ვაკანტური ადგილის დაკავების ერთ-ერთ კანდიდატად ითვლება.
Football Espana-ს ცნობით, ინგლისელები ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ტიმ შერვუდს ზაფხულში შეცვლიან.
“ტოტენჰემის” გაწვრთნის კანდიდატთა შორის ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ლუი ვან გაალიც მოიაზრება.