“საუთჰემპტონის” ექს-თავკაცი მაურისიო პოჩეტინო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი გახდა. ლონდონური კლუბის ვებ-გვერდის ცნობით, 42 წლის სპეციალისტის კონტრაქტი ხუთ წელზეა გათვლილი.
გასულ სეზონში პოჩეტინოს ხელმძღვანელობით, “საუთჰემპტონმა” საუკეთესო შედეგი აჩვენა და პრემიერლიგაში მე-8 ადგილი დაიკავა.
“ტოტენჰემი” შესანიშნავი ისტორიის მქონე კლუბია და ჩემთვის მისი გაწვრთნა დიდი პატივია. აქ ტოპ-კლასის ბევრი მოთამაშეა და ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი”, - განაცხადა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ ტიმ შერვუდი გაანთავისუფლა, რომელმაც თავის მხრივ მანამდე ანდრე ვილაშ-ბოაში შეცვალა.