ფეხბურთი

17:56 | 31.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემს” პაულინიო ერთი თვით გამოაკლდა

2013 წელი “ტოტენჰემისთვის” ცუდად დასრულდა. ლონდონურ გუნდს ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი, პაულინიო დაახლოებით ერთი თვით გამოაკლდა.

“სტოკთან” 3:0 მოგებულ შეხვედრაში, პაულინიომ ტრავმა 62-ე წუთზე მიიღო. ჩარლი ადამთან შეჯახების შემდეგ, მან კოჭის მყესი დაიზიანა. მოგვიანებით, “ტოტენჰემის” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბრაზილიელი ნახევარმცველის მკურნალობას დაახლოებით 4 კვირა დასჭირდება.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, პაულინიომ 17 თამაში ჩაატრა, 2 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.116148