ფეხბურთი

20:26 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემს” კაპუე 1 თვით გამოაკლდა

ლონდონის “ტოტენჰემის” ფრანგი ნახევარმცველი ეტიენ კაპუე ფეხბურთის თამაშს უახლოესი 1 თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს. ამის მიზეზი “არსენალთან” გამართულ მატჩში მიღებული ტრავმაა.

ლონდონურ დერბიში, 25 წლის შუახაზელმა კოჭი დაიზიანა, რის გამოც, ის 75-ე წუთზე შეცვალეს. გამოკვლევების შემდეგ გაირკვა, რომ ფეხბურთელი გუნდს უახლოესი 4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ეს იმას ნიშანვს, რომ კაპუე პრემიერლიგაში “ნორვიჩის”, “კარდიფისა” და “ჩელსის”, ლიგის თასზე “ასტონ ვილას”, ხოლო ევროპის ლიგაზე “ტრომსოს” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ეტიენ კაპუე “ტოტენჰემში” გასულ ზაფხულში გადავიდა. ლონდონელთა მაისურით მან 4 შეხვედრა ჩაატარა, აქედან ერთი თბილისში, “დინამოს” წინააღმდეგ.

0.117617