ლონდონის “ტოტენჰემს” მილანის “ინტერისა” და კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველის ფრედი გუარინის შეძენა სურს. აღნიშნულ ინფორმაციას, იტალიური გამოცემა Tuttosport იუწყება.
როგორც ირკვევა, “ტოტენჰემის” ახალ მწვრთვნელს მაურისიო პოჩეტინოს ძალიან სურს ნახევარდაცვის გაძლიერება გუარინის ხარჯზე. არგენტინელი სპეციალისტი მზადაა, კოლუმბიელში 12 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გუარინი “ნეროაძურიში” 2012 წელს გადავიდა “პორტუდან”. ამ ხნის მანძილზე, იტალიური გრანდის მაისური 70-ჯერ მოირგო და 8-ჯერ გამოიჩინა თავი.
ირაკლი ალიმბარაშვილი