ფეხბურთი

12:17 | 5.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემს” ბეილი გამოაკლდა

ლონდონის “ტოტენჰემს” შვეიცარიულ “ბაზელთან” ევროპის ლიგის მატჩი (2:2) ძვირად დაუჯდა – ნახევარმცველმა გარეტ ბეილმა ტერფი დაიზიანა და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. უელსელი ნახტომის შემდეგ მოედანზე წარუმატებლად დაეშვა და ფეხიც ამ დროს დაიზიანა.

“იმედია, ტრავმა ისეთი სერიოზული არაა, როგორც თავდაპირველად გვეჩვენა. ბეილი დეტალურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრავმის სიმძიმეც ცნობილი გახდება” – განუცხადა ლონდონელთა თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ “ბაზელისა” და “ტოტენჰემის” საპასუხო მატჩი 11 აპრილს ჩატარდება.

 

0.128393