ფეხბურთი

16:40 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” შერვუდი დაითხოვა

 

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ 45 წლის ტიმ შერვუდი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ “სკაი სპორტსი” იუწყება.

“შერვუდთან 18-თვიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, მაგრამ ჩავდეთ პუნქტი, რომლის ძალითაც მისი დათხოვნა სეზონის ბოლოს შეგვეძლო. სწორედ ეს გამოვიყენეთ”, - განაცხადა “ტოტენჰემის” პრეზიდენტმა დანიელ ლევიმ.

შეგახსენებთ, რომ შერვუდმა ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით, “ტოტენჰემმა” ინგლისის პრემიერლიგის სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა.

0.114698