“მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ჯილმა, ლონდონის “ტოტენჰემთან” უელსელი ნახევარმცველის, გარეტ ბეილის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო, მაგრამ ის მალევე შეჩერდა.
Goal-ის ცნობით, ლონდონელებმა 23 წლის გუნდის ლიდერის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო მოითხოვეს.
მოცემული მომენტისთვის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა უელსელთა ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებას, რომლის ხანგრძლივობაც 5 წელი იქნება, ბეილის ანაზღაურება კი, კვირაში 175 ათას ევროს შეადგენს.
გარეტის მიმართ, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ერთად 21 გოლი გაიტანა, დაინტერესებას მადრიდის “რეალი”, “მანჩესტერ სიტი” და მიუნხენის “ბაიერნიც” იჩენენ.