ასეთია ინგლისის პრემიერლიგა. 1 იანვარსაც კი თამაშობენ. ეს საშობაო დღეების ტრადიციული საჩუქრია გულშემატკივრებისთვის. განრიგი დახლოებით ასეთია: მიდიხარ თამაშზე, ხელში გიჭირავს სპეციალურ დიდ პლასტმასის ჭიქაში ჩასხმული ცხელი უგემრიელესი ბულიონი და ნელ-ნელა წრუპავ რომ არ შეგცივდეს. სიამოვნებას იღებ თამაშისგან და მერე მეგობრებთან ერთად გადადიხარ პაბში, სადაც გვიან ღამემდე გრძელდება მატჩის განხილვა და ახალი წლის აღნიშვნა. მოკლედ, ძალიან მაგარი რამეა.
Aახლა კი ფეხბურთზეც. დღის ადრეული მატჩი უელსში გაიმართა. “სუონსიმ” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა და დამარცხდა. მიქაელ ლაუდრუპის შეგირდებს აქამდე ზედიზედ ხუთ ტურში ვერ მოეგოთ, “ქალაქელებს” კი პირიქით, ჩენებული დეკემბერი ჰქონდათ, ბოლო 8 ტუში მათ 7 თამაშში გაიმარჯვეს, მათ შორის, უშუალო კონკურენტებთან: “არსენალთან” (6:3) და “ლივერპულთან” (2:1). ჩვენი ბრიტანელი კოლეგები აღნიშნავენ, რომ ამ წარმატების საიდუმლო შემადგენლობის როტაციაშია, რომელსაც მწვრთნელი მანუელ პელეგრინი იყენებს.
ანგარიში მე-14 წუთზე ბრაზილიელმა ფერნანდინიომ გახსნა და ეს იყო 2014 წლის პირველი გოლი პრემიერლიგაში. საერთოდ, ახალწვეული ფერნანდნიო იაია ტურესთან ერთად ერთობ საინტერსო ტანდემს ქმნის “სიტის” ნახევარდაცვაში. შესვენებამდე, უკვე მსაჯის წამატებულ წუთებში ექსვიტესელმა ვილფრიდ ბონიმ გაათანაბრა. მან ამ მატჩში საბოლოოდ დუბლი მიითვალა, მაგრამ სტუმრები უფრო კარგად თამაშობდნენ. პრემიერლიგაში თავისი მე-10 გოლი გაიტანა ტურემ და ახლა ბომბარდირთა დავაში ნიუკასლელ ლოიკ რემისთან ერთად მესამე ადგილს იყოფს. ერთიც სერბმა ალექსანდარ კოლაროვმა შეაგდო.
“ლივერპულმა” ორი მარცხის შემდეგ მოიგო. ისევ გაიტანა ლუის სუარესმა, ურუგვაელმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და სტუმართა მეკარე ალან მაკგრეგორს პირდაპირ “ცხრიანში ჩაუსვა.” ეს ლუისის მე-20 გოლია წლევადელ პრემიერლიგაში. პირველი ბურთი კი დანიელ აგერმა შეაგდო, რომელმაც კუთხურის ჩამოწოდებისას საკჯარიმოში ყველას დაასწრო. და მთავარი ამბავი: მერსისაიდელთა რიგებში გამოჩნდა კაპიტანი ჯერარდი, რომელმაც ტრავმის გამო რამდენიმე თამაში გამოტოვა. სტივი ჯიმ 62-ე წუთზე იაგო ასპასი შეცვალა.
“არსენალს” “კარდიფთან” ძირითადის ოთხი მოთამაშე აკლდა: ჟირუ, რემზი, გიბსი და იოზილი. მასპინძელმა კარდიფელებმა კი მთავარი მწვრთნელი მალკი მაკაი დაითხოვეს და ამჯერად მათ დევიდ კერსლეიკი ხელმძღვანელობდა. საღამოს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკვე გარკვეულია: “კარდიფს” “მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი შემტევი, ნორვეგიელი ოლე გუნარ სოლსკიაერი ჩაიბარებს. “მეთოფეებს” საკმაოდ გაუჭირდათ, თუმცა უელსელებს მაინც “გამოგლიჯეს” გამარჯვება. არსენ ვენგერის ბიჭებმა ორივე ბურთი ბოლო წუთებზე გაიტანეს, ჯერ ბენდტნერმა, შემდეგ კი უოლკოტმა.
შესანიშნავ ფორმაშია “ჩელსი.” ჟოზე მოურინიომ აშკარად უკეთესობისკენ გადააწყო გუნდი. “ლურჯები” ძალიან სწრაფად გადადიან დაცვიდან შეტევაში და უკანა ხაზიც პრაქტიკულად უშეცდომოდ ირჯება. ანგარიში ფერნანდო ტორესმა გახსნა, რომელსაც გასვლით მატჩებში წელიწადზე მეტია აღარ გაეტანა. შემდეგ კი ბრაზილიური დიასპორა გააქტიურდა, გოლები ვილიანმა და ოსკარმა გაიტანეს.
“მანჩესტერ იუნაიტედის” მიჯრით ოთხმატჩიანი გამარჯვებათა სერია კი “ტოტენჰემმა” შეაჩერა. “ეშმაკუნებს” უეინ რუნი დაუბრუნდათ, ლონდონელთა მწვრთნელმა ტიმ შერვუდმა კი ტრადიციულ 4-4-2 არ უღალატა. თავდასხმაში ადებაიორს სოლდადო შეუწყვილა. პირველი სწორედ ადებაიორმა გაიტანა, მეორე ტაიმში კი ერიკსენმა გააორა და დევიდ მოიესის შეგირდები ძალიან რთულ ვითარებაში ჩააგდო. მასპინძლებმა მალევე შეაგდეს ერთი საპასუხო, თუმცა მეტისთვის ძალა აღარ ეყოთ.
სუონსი – სიტი 2:3 (1:1)
სუონსი. “ლიბერთი.” 20 498
სუონსი: ტრემელი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ჩიკო, დევისი, დე გუზმანი, რუტლიჯი, შელვი (პოსუელო 81), პაბლო ერნანდესი (ლამა 10), კანიასი, ბონი
მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი
სიტი: ჰარტი, კომპანი, საბალეტა, კოლაროვი, ნასტასიჩი, ნასრი (მილნერი 69), იაია ტურე, ხესუს ნავასი (როდუელი 90), ფერნანდინიო, ნეგრედო (ხავი გარსია 60), ჯეკო
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: 0:1 ფერნანდინიო (14), 1:1 ბონი (45+2), 1:2 იაია ტურე (58), 1:3 კოლაროვი (66), 2:3 ბონი (90+1)
გაფრთხილება: კანიასი (37), შელვი (45+3); ნასრი (26), ჯეკო (38), კომპანი (54), საბალეტა (86), მილნერი (90+3)
მსაჯი: ფილიპ დოუდი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 4(11)-4(10), ჯარიმა: 6-10, კუთხური: 8-6, თამაშგარე: 3-3, სეივი: 1-2
არსენალი – კარდიფი 2:0 (0:0)
ლონდონი. “ემირეითსი.” 60 004
არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, ნაჩო მონრეალი, კოშელნი, არტეტა, ფლამინი (როსიცკი 65), კასორლა, უილშირი, უოლკოტი, პოდოლსკი (ბენდტნერი 64)
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
კარდიფი: მარშალი, ტერნერი, მაკნოგტონი, კოლკერი, ჯონი, უითინგემი, მედელი (გუნარსონი 61), მატჩი (კოუვი 67), ნუნი, ბო-კიუნგ კიმი, კემპბელი (მაინარდი 79)
გოლები: 1:0 ბენდტნერი (88), 2:0 უოლკოტი (90+2)
გაფრთხილება: მერტესაკერი (29); ტერნერი (55), მარშალი (60),
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 7(15)-2(3), ჯარიმა: 6-10, კუთხური: 12-2, თამაშგარე: 3-3, სეივი: 2-4
Kკრისტალ პალასი – ნორვიჩი 1:1 (1:1)
Lლონდონი. “სელჰარსტ პარკი.” 25 189
კრისტალ პალასი: სპერონი, მარიაპა, გაბიდონი, დელანი, უარდი, იედინაკი, დიკხაცოი (პერი 46), პანჩონი, ბოლასიე (უილიამსი 80), შამახი, ჯერომი (გეილი 62)
მწვრთნელი: ტონი პულისი
ნორვიჩი: რადი, ვიტაკერი, ოლსონი, ტერნერი (ბენეტი 54), ბასონგი, ჰულაჰანი (ელმანდერი 69), ფერი, სნოდგრასი, ჯონსონი, რედმონდი, ჰუპერი (მარტინი 85)
მწვრთნელი: კრის ჰოუტონი
გოლები: 0:1 ჯონსონი (39), 1:1 პანჩონი (პენ, 44)
გაფრთხილება: დიკხაცოი (16), შამახი (41); ჰულაჰანი (41), ფერი (44)
გაძევება: ფერი (82)
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 3(5)-4(2), ჯარიმა: 9-9, კუთხური: 9-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 4-3
ფულემი – ვესტ ჰემი 2:1 (1:1)
ლონდონი. “ქრეივენ კოტეჯი.” 25 335
ფულემი: სტოკდეილი, სენდეროსი, რიისე, ამორებიეტა, რითერი, სიდუელი, დაფი (კასამი 78), პარკერი, რიჩარდსონი (კაჩანიკლიჩი 56), ტაარაბტი (ბენტი 69), ბერბატოვი
მწვრთნელი: რენე მელენსტენი
ვესტ ჰემი: იასკელაინენი, დემელი, ო’ბრაიანი, მაკარტნი, დიარი, ნოლანი, ტეილორი, ნოუბლი (რაცი 32), კოლისონი, დიამე (დაუნინგი 56), მაიგა (კარლტონ კოული 69)
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გოლები: 0:1 დიამე (7), 1:1 სიდუელი (32), 2:1 ბერბატოვი (66)
გაფრთხილება: ბერბატოვი (70), ამორებიეტა (76); რაცი (63)
გაძევება: ნოლანი (44)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 7(11)-2(6), ჯარიმა: 7-5, კუთხური: 12-4, თამაშგარე: 4-4, სეივი: 2-9
ლივერპული – ჰალ სიტი 2:0 (1:0)
ლივერპული. “ენფილდი.” 44 627
ლივერპული: მინოლე, ჯონსონი (კოლო ტურე 55), აგერი, შკრტელი, სისოკო, ლუკას ლეივა, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო, სტერლინგი (მოზესი 76), სუარესი, იაგო ასპასი (ჯერარდი 62)
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
ჰალ სიტი: მაკგრეგორი, ფიგეროა, დევისი, ბრიუსი, ჩესტერი, ჰადლსტოუნი, კორენი (გრემი 58), ელ მუჰამადი, მეილერი (ბოიდი 58), ლივერმორი, საგბო (ფრიატი 58)
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
გოლები: 1:0 აგერი (36), 2:0 სუარესი (50)
გაფრთხილება: სუარესი (39); ბრიუსი (21), დევისი (86)
მსაჯი: კრეიგ პოუსონი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 5(11)-1(4), ჯარიმა: 15-15, კუთხური: 3-4, თამაშგარე ბურთის ფლობა: 1-2, სეივი: 0:4
საუთჰემპტონი – ჩელსი 0:3 (0:0)
საუთჰემპტონი. “სენტ მერის სთედიუმი.” 31 271
საუთჰემპტონი: დევისი, ჟოზე ფონტე, ლოვერნი, შოუ (კლაინი 46), დევისი (უარდ – პროუსი 76), ლალანა, კორკი (ლამბერტი 61), შნაიდერლინი, რამირესი, ჩემბერსი, როდრიგესი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
ჩელსი: ჩეხი, ეშლი კოული, ტერი, კეჰილი, ასპილიკუეტა, ობი მიკელი, რამირესი, აზარი (ესიენი 85) ფერნანდო ტორესი, მატა (ოსკარი 53), შურლე (ვილიანი 53)
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 0:1 ფერნანდო ტორესი (60), 0:2 ვილიანი (71), 0:3 ოსკარი (82)
გაფრთხილება: რამირესი (46),კორკი (52), ლამბერტი 61), ლოვერნი (63); ოსკარი (82)
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 2(4)-2(3), ჯარიმა: 11-9, კუთხური: 6-8, თამაშგარე: 1-8, სეივი: 2-2
სტოკი – ევერტონი 1:1 (0:0)
სტოკი. ”ბრიტანია.” 25 832
სტოკი: სორენსენი (ბუტლანდი 46), პეტერსი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, ადამი (პალასიოსი 81), ველანი, ნ’ზონზი, კრაუჩი, უოლტერსი, ასაიდი
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
ევერტონი: ჰოვარდი, ბეინსი, ალკარასი, სტოუნზი, პინაარი (ოსმანი 71), ბერი, კოულმენი, მაკარტი (იელავიჩი 71), ბარკლი, მირალასი, ლუკაკუ (ნეისმიტი 82)
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
გოლები: 1:0 ასაიდი (50), 1:1 ბეინსი (პენ, 90+2)
გაფრთხილება: კამერონი (51), შოუქროსი (57), ველანი (64), პენანტი (90+1); მირალასი (68)
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 3(1)-1(4), ჯარიმა: 15-9, კუთხური: 2-5, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-3
სანდერლენდი – ასტონ ვილა 0:1 (0:1)
სანდერლენდი. “ლაითი.” 39 757
სანდერლენდი: მანონე, დიაკიტე, ბერდსლი, ჩელუსტკა, რობერგე (ჯონსონი 77), კატერმოლი (ბორინი 46), სუნგ-იონგ კი, კოლბექი, ჯაკერინი, ფლეტჩერი, დონგ-ვონ ჯი (ალტიდორე 67)
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი (ალბრიგტონი 70), ლაუტონი, ბეიკერი, ლუნა, დელფი, ვესტვუდი, ბაკუნა, აგბონლაჰორი, ბენტეკე, ვაიმანი
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
გოლი: 0:1 აგბონლაჰორი (15)
გაფრთხილება: ჯაკერინი (23), სუნგ-იონგ კი (64), კოლბექი (90+1), ალტიდორე (90+1); ბაკუნა (41), დელფი (56), აგბონლაჰორი (90+1)
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 1(7)-5(5), ჯარიმა: 5-10, კუთხური: 10-2, თამაშგარე: 4-1, სეივი: 4-1
ვესტ ბრომვიჩი – ნიუკასლი 1:0 (0:0)
ვესტ ბრომვიჩი. “ჰოუთორნსი.” 26 430
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ოლსონი, რიჯუელი, ჯონსი (ბერაინო 46), მაკოლი, ამალფიტანო, სესენონი (ვიდრა 77), მულუმბუ, იაკობი, ბრანტი, ანელკა (გერა 88)
მწვრთნელი: კიტ დაუნინგი
ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი (იანგა-მბივა 55), დებიუში, უილიამსონი, სანტონი, კაბაიე, ტიოტე, სისოკო, შოლა-ამეობი (ჰაიდარა 76), რემი, გუფრანი (ბენ არფა 46)
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლი: 1:0 ბერაინო (პენ, 86)
გაფრთხილება არ ყოფილა
გაძევება: დებიუში (62)
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 4(7)-3(2), ჯარიმა: 7-14, კუთხური: 3-4, თამაშგარე: 5-2, სეივი: 3-3
მანჩესტერი – ტოტენჰემი 1:2 (0:1)
მანჩესტერი. ”ოლდ ტრეფორდი.” 75 265
მანჩესტერი: დე ხეა, ვიდიჩი, ევრა, ევანსი, სმოლინგი (კაგავა 61), კარიკი (ერნანდესი 61), ვალენსია, კლევერლი (იანგი 84), იანუზაი, რუნი, უელბეკი
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
ტოტენჰემი: ლორსი, დოუსონი, როუზი, კირიკეში, უოლკერი, ლენონი, დემბელე, კაპო (ბენტალები 64), ერიკსენი, ადებაიორი (შადლი 70), სოლდადო (კეინი 75)
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
გოლები: 0:1 ადებაიორი (34), 0:2 ერიკსენი (66), 1:2 უელბეკი (67)
გაფრთხილება: რუნი (41), იანუზაი (89); დემბელე (80)
მსაჯი: ჰოუვარდ უები
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 1(4)-2(3), ჯარიმა: 7-7, კუთხური: 13-2, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-5
მეგოლეები:
20 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
13 – სერხიო აგუერო (“სიტი”)
10 – იაია ტურე (2 პენალტით, “სიტი”), ლოიკ რემი (“ნიუკასლი”)