ფეხბურთი

13:05 | 14.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” იედლინი გაიფორმა

“სიეტლ საუნდერსის” 21 წლის მარჯვენა მცველი დეანდრე იედლინი ლონდონის “ტოტენჰემში” გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია, “მამლების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

იედლინმა “დეზებთან” ოთხწლიანი კონტაქტი გააფორმა, თუმცა ერთ სეზონს მშობლიურ კლუბში გაატარებს და ინგლისში მომდევნო წელს გადავა სათამაშოდ.
იედლინი “სიეტლის” ძირითად გუნდში 2013 წელს გამოჩნდა. ამ დროის მანძილზე 45 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა. ამერიკის ნაკრებში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა და 7 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზეც. 

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.112856