ლონდონის “ტოტენჰემმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ 30 წლის ამერიკელი ნახევარმცველი კლინტ დემპსი კარიერას MLS-ში განაგრძობს.
“ტოტენჰემის” ვებგვერდის ცნობით, დემპსის ტრანსფერთან დაკავშირებით, MLS-ის ერთ-ერთ გუნდთან შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ამ კლუბის სახელი, ოფიციალურ დონეზე, ჯერჯერობით, არ კონკრეტდება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემპსი კარეირას “სიეტლ საუნდერსში” განაგრძობს.