ფეხბურთი

13:02 | 1.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” დაცვას დაიერი მიამატა

“ტოტენჰემი” ლისაბონის “სპორტინგის აწ უკვე ყოფილი მცველით ერიკ დაიერით გაძლიერდება. ინფორმაცია უკვე ლონდონური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა.

20 წლის ინგლისელ ფეხბურთელს კონტრაქტის გაფორმებამდე სამედიცინო გამოკვლევა ელის. ტრანსფერის დეტალებს ჯერჯერობით არც ერთ მხარე არ ახმაურებს. არაოფიციალური ინფორმაციით კი, “ტოტენჰემმა” დაიერის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გადაიხადა და მოთამაშესთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

0.115177