ფეხბურთი

13:42 | 19.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” ბერნარდის ტრანსფერი დაგეგმა

“ტოტენჰემის” სამწვრთნელო შტაბი დონეცკის “შახტარისა” და ბრაზილიის ნაკრების 21 წლის მარცხენა ნახევარმცველით ბერნარდით დაინტერესდა. Daily Mail-ის ცნობით, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე სატრანსფერო შეთავაზებაც გაამზადა და მოლაპარაკებაც წამოიწყო, მაგრამ მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება, რადგან უკრაინელებს სამხრეთამერიკელ ლეგიონერთან განშორება არ სურთ.

ბერნარდი “შახტარმა” 2013 წლის ზაფხულში “ატლეტიკუ მინეირუსგან” 25 მილიონ ევროდ შეიძინა. უკრაინის ჩემპიონატში ფეხბურთელმა 8 თამაში ჩაატარა. 1 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

0.117875