ფეხბურთი

14:43 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემმა” ბეილში 120 მილიონი მოითხოვა

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა მზადაა, უელსელი შემტევი ნახევარმცველის, გარეთ ბეილის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყოს.

AS-ის ვარაუდით, ლონდონელებმა მადრიდის “რეალს” 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო მოსთხოვეს. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა ბევრად აღემატება იმას, რაც “სამეფო კლუბმა” 2009 წელს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ გადაიხადა - 96 მილიონი.

“ტოტენჰემი” მზადაა გარკვეულ დათმობაზეც წავიდეს და მადრიდელებს საკუთარ ანგარიშზე 100 მილიონის ჩარიცხვა მოსთხოვონ, დარჩენილი თანხის სანაცვლოდ კი, მათგან ანხელ დი მარია მიიღონ.

თუ ისე მოხდა, რომ ბეილი “ტოტენჰემში” დარჩა, მაშინ მისი ანაზღაურება გაორმაგდება და წელიწადში 4,5 მილიონი ევროს ნაცვლად, 9 მილიონ ევროს გაუტოლდება. პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშემ 33 მატჩში 21 გოლი გაიტანა, თუმცა, გუნდი მაინც ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩა.

0.119051