ფეხბურთი

16:30 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემის” თავკაცმა ბეილის გასხვისება უარყო

 

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა, კიდევ ერთხელ უარყო ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 24 წლის უელსელი ნახევარმცველი გარეთ ბეილი, მადრიდის “რეალში” გადასვლასთან ახლოსაა.

“რაც შეეხება ბეილთან დაკავშირებულ ისტორიას, შემიძლია იგივე გავიმეორო, რაც განვლილი სეზონის განმავლობაში და მიმდინარე მოსამზადებელ პერიოდში არაერთხელ მითქვამს. გარეთი ის მოთამაშეა, რომლის შენარჩუნებაც გვსურს. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია – მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. მომავალში მისი იმედი გვაქვს”, – იუწყება ვილაშ-ბოაშის სიტყვებს TALKSPORT-ი.

ბეილი “ტოტენჰემში” 2007 წლიდან გამოდის და 146 მატჩში 72 გოლი გაიტანა.

0.116332