ხუთშაბათს “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ევროპის ლიგაზე, ქვეყნის ასოციაციისა და ლიგის თასებზე, გუნდი AIA-ს წარწერიანი მაისურებით ითამაშებს. ანუ, თბილისის “დინამოსთან” მატჩებშიც, მათ მაისურებზე AIA ეწერებათ. AIA მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც აზიურ-წყნარი ოკეანის რეგიონში მუშაობს. შეგახსენებთ, რომ კლუბის გენერალური სპონსორი კომპიუტერული კომპანია hp (Hewlett Packard)-ია. როგორც ჩანს, ამ ფირმის წარწერით, “დეზები” მხოლოდ პრემიერლიგაში ითამაშებენ.