ფეხბურთი

11:14 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემის” შეძენით ამერიკელები დაინტერესდნენ

ლონდონის “ტოტენჰემის” ოფიციალური განცხადების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც, მფლობელი ჯო ლევი კლუბის გასხვისებას არ აპირებს, მეპატრონის შეცვლა მაინც რეალურად მოჩანს.

The Telegraph-ის ცნობით, ინგლისელებმა საინვესტიციო კომპანია Cain Hoy-სგან უკვე მიიღეს წინასწარი შეთავაზება, რომელიც კლუბის გამოსყიდვას ამერიკელი ბიზნესმენების სახელით აპირებს. კომპანიის სახელით “ტოტენჰემთან” მოლაპარაკებას, ევროპული ინვესტიციების წარმომადგენელი ჯონათან გოლდსტეინი აწარმოებს.

ინგლისურ პრესაში ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯო ლევი, კლუბს ახალ სტადიონთან ერთად, რომელიც ექსპლუატაციაში 2018 წელს უნდა შევიდეს, თითქმის ერთ მილიარდ გირვანქა სტერლინგად აფასებს. კლუბის შეძენის მსურველი ინვესტორების რაოდენობა გასაიდუმლოებულია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამ ყველაფრის უკან, Cain Hoy-ის გენერალური დირექტორი ჰენრი სილვერმანი დგას.

ლევის სურვილია, “ტოტენჰემის” გასხვისების შემთხვევაშიც კი, მისი აქციების გარკვეული რაოდენობა შეინარჩუნოს. აღსანიშნავია, რომ კლუბის გასხვისებას გულშემატკივრები ემხრობიან, რადგან ისინი უკმაყოფილონი არიან ლევის გადაწყვეტილებებით და სტადიონის მშნებლობის პროცესის შეფერხებით.

0.115563