ფეხბურთი

15:44 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემის” მეოთხე შენაძენი კაპუე იქნება

 

ეტიენ კაპუეს საფრანგეთის “ტულუზიდან” ლონდონის “ტოტენჰემში” გადასვლას ბევრი არაფერი აკლია.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, 25 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ “ტულუზი” 9 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. ახლა ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალებიღა დარჩა შესათანხმებელი.

კაპუე ახალ გუნდში სკოტ პარკერს შეცვლის, რომელიც, შესაძლოა, უახლოეს ხანში “ვეტს ჰემში” ან “ქუინზ პარკ რეინჯერსში” გადავიდეს.

განვლილ სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ში 33 მატჩში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. მას საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 5-ჯერ უთამაშია.

პაულინიოს, ნასერ ჩადლისა და რობერტო სოლდადოს შემდეგ, კაპუე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ტოტენჰემის” მე-4 შენაძენი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგი პლეი ოფში “ტოტენჰემი” თბილისის “დინამოს” მეტოქეა.


 

0.116202